|
| 1761 |
|---|
„საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში 4357 ახალი საწარმო დარეგისტრირდა
| თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა, - ამის შესახებ ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. მისივე თქმით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.5 მლრდ ლარით განისაზღვრა. „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა საგარეო ვაჭრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა. "აღსანიშნავია, რომ თებერვალში 2.5%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 4357 შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 5.5 მლრდ ლარით განისაზღვრა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. |

29-03-2019
წყარო: bpn.ge
|
24-05-2023 სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს |
|---|
|
11-04-2019 ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ |
|
04-04-2019 DWV-Training მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები |
|
02-09-2019 კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა |