|
| 942 |
|---|
სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს
| ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი, სათემო განვითარების პლატფორმასთან (CDP) პარტნიორობით, იწყებს ონლაინკურსს, „სტრესის მართვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“. 2023 წლის ივლის-ნოემბერში დაგეგმილი კურსი მოიცავს სამუშაო შეხვედრებს, ვიდეო კონსულტაციებს, ინდივიდუალურ წვრთნებსა და საშინაო დავალებებს. სწავლების ფორმატი მოიაზრებს „ტრენერების ტრენინგსაც“, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეებს შეეძლებათ, კურსი სტრესის მართვის თავიანთი პრაქტიკის წარსადგენად გამოიყენონ. კურსი შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის, მენეჯერებისთვის, პროექტის კოორდინატორებისთვისა და ფრონტის ხაზის მოხალისეებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. კურსში ასევე შეუძლიათ მონაწილეობა სოციალური სტარტაპების ლიდერებს, სოციალურ მეწარმეებსა და ყველას, ვინც სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის იღვწის. მონაწილეები ისწავლიან სტრესის მართვისა თუ ფსიქოლოგიური პირველადი დახმარების წესებსა და მეთოდებს. ისინი ასევე მიიღებენ ცოდნას სტრესის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და გამკლავების სტრატეგიებზე. კურსისთვის შეირჩევა 20 მონაწილე, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ ინგლისურ ენაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებს ზუმით დაესწრებიან. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 12 ივნისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მუშაობს. მისი მიზანი ამ ქვეყნებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების გაძლიერებაა. დამატებითი ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტი დახურვის თარიღი:ივნისი 12, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

24-05-2023
წყარო: ევროკავშირი
|
24-04-2019 ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება |
|---|
|
25-05-2023 საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის false - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება |
|
12-07-2019 საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება |
|
28-10-2022 „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო |