|
| 1763 |
|---|
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა
| საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა და 125.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.4 პროცენტით 17.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში 54.4 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები, 4.3 პროცენტით მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა, რაც ძირითადად იტალიიდან (23.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (5.5 პროცენტით) და საფრანგეთიდან (32.7 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე გერმანიიდან გზავნილების მატება. „რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა აზერბაიჯანიდან (7.2 პროცენტით) გზავნილების მატებამ. ზომიერად გაიზარდა ასევე ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა. მეორე მხრივ, უარყოფითი წვლილი ზრდაში ჰქონდა თურქეთიდან (-2 პროცენტით) და რუსეთიდან (-1.5 პროცენტით) ფულადი გზავნილების კლებას,“- აღნიშნულია მიმოხილვაში. ამასთან, თებერვლის თვის მიმოხილვის მიხედვით, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (33.4 პროცენტი) და რუსეთი (25.2 პროცენტი) წარმოადგენს. |

31-03-2019
წყარო: bpn.ge
|
28-02-2019 ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა |
|---|
|
13-06-2019 იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა |
|
21-10-2022 საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო |
|
13-05-2019 საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში ყველაზე მეტი 50 და 100-ლარიანია გამოვლენილი |