|
| 1911 |
|---|
იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა
| 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 466.8 მლნ აშშ დოლარი (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები) იყო. ამასთან, იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 025.5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება. |

13-06-2019
წყარო: bpn.ge
|
10-04-2019 საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გროზნო-თბილისის ავიარეისის დანიშვნაზე უწყებაში განაცხადი არ შესულა |
|---|
|
02-05-2019 ბოლნისის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა |
|
19-04-2019 საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს |
|
18-10-2019 4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება |