დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” იწყებს
ნავიგატორი
1744

დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” იწყებს

31 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 20:10 საათზე საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია ЭAIR FRANCE“ პირველ რეისს შეასრულებს.,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

„2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს),“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

31-03-2019

წყარო: bpn.ge

02-05-2019

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა

06-03-2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ!

13-06-2019

Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

11-04-2019

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ