Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს
ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი Ford-ი მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს, წერს გამოცემა BBC-ი.
კომპანიის ცნობით ამის მიზეზია სამუხრუჭე სისტემაში არსებული ხარვეზი, რომელიც საჭეს მწყობრიდან გამოიყვანს. Ford-ი ამ გადაწყვეტილების შედეგად $180 მილიონით იზარალებს.
Ford-ის დილერების განცხადებით, კანადიდან კომპანიამ 2010-2017 წლებში 12 000 Ford Taur-ი გამოიწვია, ხოლო 2009-17 წლებში Ford Flex-ი და Lincoln MKT.
ასევე 2014 წელს Ford--მა 1,1 მილიონი ავტომობილი ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოიწვია და მაშინაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი საჭის გაუმართაობა გახდა.