შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს
ნავიგატორი
1979


შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირს ხელშეკრულების გაუფორმებლად გამოეყოფა, ევროპის განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებსა და მეზობელ თურქთში ვაჭრობა დაზარალდება.

EBRD, რომელიც ყოველწლიურად აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის ეკონომიკებს მილიარდობით ევროს ახმარს, აცხადებს, რომ აღნიშნული ქვეყნების ჯამურ შიდა პროდუქტს, ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, რომელიც სავაჭრო კავშირებს დაარღვევს, დაახლოებით 6.8 პროცენტი მოაკლდება.

ბანკის ვარაუდით, ყველაზე მეტად კვიპროსი, თურქეთი და პოლონეთი დაზარალდებიან, რადგან მათი ექსპორტის დაახლოებით 7.9-9.1 პროცენტი, სწორედ ბრიტანეთში გადის. EBRD-ის 2015 წლის მონაცემებით, თურქეთის და პოლონეთის ექსპორტში 12 მილიარდი დოლარის მოცულობა, პირდაპირ ან ირიბად, ბრიტანეთზე მოდიოდა.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, ევრო კავშირის სულ უფრო მეტი დიპლომატი ფიქრობს, რომ ბრიტანეთი კავშირს ხელშეკრულების გარეშე მოსწყდება, რაც საკუთრივ ბრიტანეთის გარდა, პრობლემებს კონტინენტურ ევროპასაც შეუქმნის.

ბრიტანეთის პარლამენტმა პარასკევის კენჭისყრაზეც უარყო პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა. ამასთან გადაწყდა, რომ პარლამენტი ბრექსიტის თემის განსახილველად, ორშაბათსაც შეიკრიბება. ოღონდ, ამჯერად განიხილავენ იმ დარჩენილ სცენარებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. მათ შორისაა: ახალი რეფერენდუმი, არტიკლ 50-ის უარყოფა, ბრექსიტი ხელშეკრულების გარეშე, პარლამენტის ახალი არჩევნები და სხვა.

EBRD-ს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების საილუსტრაციოდ, ერთი მაგალითი მოჰყავს: სლოვაკეთი აწარმოებს საავტომობილო ნაწილებს, რომლებიც გერმანიაში ასაწყობად იგზავნება. აქედან კი აწყობილი კვანძები ბრიტანეთში მიდის, სადაც ავტომობილებს აწყობენ.

და მაინც, ბანკი აცხადებს, რომ არსებული კავშირების რღვევა, ევროპას მთლინობაში ნაკლებად დააზარალებს, რადგან ამით გამოწვეული ზარალი, იმავე 2015 წლის მონაცემებით, კავშირის მთლიან შიდა პროდუქტს „მხოლოდ“ 0.9 პროცენტს დააკლებს.

31-03-2019

წყარო: bpn.ge

18-02-2019

რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო

12-03-2019

თებერვალში ყველა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

04-08-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

15-02-2019

ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა

18-02-2019

რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ - პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო

12-03-2019

თებერვალში ყველა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

04-08-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ