თებერვალში ყველა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
ნავიგატორი
1953


თებერვალში ყველა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2019 წლის თებერვლის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა  1.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,4 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან (1,1 ათასი ტონა) შედარებით.


ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის თებერვლის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,3 ათასი ტონა (20%), შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (13,3%), რუსეთი - 0,2 ათასი ტონა (13,3) გერმანია - 0,1 ათასი ტონა (6,6%), უკრაინა - 0,07 ათასი ტონა (0,5%) და სხვა.


2019 წლის თებერვლის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,0 ათასი ტონა, რაც 4,5 ათასი ტონით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს (4,5 ათასი ტონა).


ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის თებერვლის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 2,4 ათასი ტონა (26,7%), თურქეთი - 2,3 ათასი ტონა (25,6%).


2019 წლის თებერვლის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,1 ათასი ტონა, რაც 3,0 ათასი ტონით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს (4,1 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 99,9% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
2019 წლის თებერვლის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,7 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით (0,5 ათასი ტონა).
2019 წლის თებერვლის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტის 99,9%-ი განხორციელდა რუსეთიდან.

12-03-2019

წყარო: commersant.ge

10-04-2019

გირჩი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხელფასს თავისი კრიპტოვალუტით გადაუხდის

07-05-2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

10-04-2019

გირჩი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხელფასს თავისი კრიპტოვალუტით გადაუხდის

07-05-2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ