საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მიმართავს, „შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები“
ნავიგატორი
1646


საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მიმართავს, „შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები“

ეს მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

„თიბისი ბანკი“ არის საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას.

ჩვენი მოსაზრებაა, რომ მსგავსი ქმედებები მთავრობის მხრიდან ივანიშვილის პირად დღის წესრიგში დგას, როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით.

სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქრონიკულმა ჩარევამ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციამდე მიგვიყვანა. „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მხრიდან იგივე ზეწოლა და ჩარევა ასევე გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას სთხოვს, შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები; ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, კობა გვენეტაძეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, რათა შეუნარჩუნოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა;

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია.

ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ.

ICC Georgia აქტიური მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა წერტილი დაუსვას უსამართლობას“ -ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის ყველაზე დიდი ბიზნეს ორგანიზაცია ქვეყანაში; იგი მოიცავს 350 კორპორატიულ და ახალგაზრდულ წევრებს და 28 ბიზნეს ასოციაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას. ICC გლობალურ დონეზე რეგულარულად თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და გაერო.

18-02-2019

წყარო: commersant.ge

11-04-2019

ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს

23-02-2019

„EIB-ის მიერ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ლარიზაცია გახდა“

23-12-2022

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

16-05-2019

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ. წითელი ბაღი გაიხსნა

16-05-2019

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ. წითელი ბაღი გაიხსნა

11-04-2019

ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს

23-02-2019

„EIB-ის მიერ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ლარიზაცია გახდა“

23-12-2022

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ