მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა
ნავიგატორი
1740


მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა

სოფელი წინანდალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ მეორეა, სადაც მთავრობის დადგენილებით სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გაუქმდა. სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი რამდენიმე გამონაკლისის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე 5 მილიონ ლარს შეადგენს.

მთავრობის მიერ 29 მარტს მიღებული დადგენილების თანახმად, ცვლილება შევიდა „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს“.

მოქმედი კანონმდებლობით  მოსაკრებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში 5 000 000 ლარია.

ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - წელიწადში 100 000 ლარი.

სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა ყაზბეგის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ასევე, დაბა ბაკურიანის და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა.

ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა დასოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხა იზრდება. კერძოდ, 2018 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 136.5 მლნ ლარი შევიდა, რაც 2017 წლის მონაცემზე 17 მლნ ლარით, ხოლო 2014 წლის მონაცემზე 71.6 მლნ ლარით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

04-04-2019

წყარო: imedinews.ge

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

03-10-2022

Visa-მ და ბიზნესფედერაციამ `ქალები მომავლისთვის“ მეწარმე ქალებისთვის კონკურსი გამოაცხადა

05-04-2019

ამაზონის ტყის ხალხი Amazon-ისგან სახელის დაბრუნებას ითხოვს

13-06-2019

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს

13-06-2019

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაში 12 ქვეყანა მონაწილეობს

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

03-10-2022

Visa-მ და ბიზნესფედერაციამ `ქალები მომავლისთვის“ მეწარმე ქალებისთვის კონკურსი გამოაცხადა

05-04-2019

ამაზონის ტყის ხალხი Amazon-ისგან სახელის დაბრუნებას ითხოვს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ