საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს
ნავიგატორი
1792

საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს

საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარებას განაგრძობს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია სტუდენტებში ფინტექ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა. პარტნიორობის ფარგლებში, BOG Fintech ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტურ სტარტაპებს, მათ ვინც ფინტექის მიმართულებით ახალ პროექტებზე იმუშავებენ, გაუწევს მენტორობას.

BOG Fintech-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ერთობლივი პროგრამის შემუშავება სტუდენტებისათვის ქმნის შესაძლებლობას, იმუშაონ საქართველოს ბანკის თანამშრომლებთან ერთად საკუთარ პროექტებზე და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათი კარიერის სამომავლო განვითარებას ფინანსურ სფეროში.

საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეციალური პლატფორმა Fintech.ge

04-04-2019

წყარო: on.ge

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

17-01-2023

სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე

02-05-2019

გალფმა სოლიდარობის ფონდში 77 880 ლარი გადარიცხა

19-02-2019

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ