|
| 2099 |
|---|
ყოველ ხუთშაბათს, “ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს
| დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. როგორც ბანკში აცხადებენ, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბერთის” ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია. პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე, ყოველ ხუთშაბათს, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ყოველ ხუთშაბათს ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით”, – განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა კოშაძემ. მისივე თქმით, მომხმარებელზე ზრუნვა „ლიბერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს. ცნობისთვის, 2018 წლის სექტემბრიდან, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის – პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, “ნიკორა სუპერმარკეტის” ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე, საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ. |

04-04-2019
წყარო: kvira.ge
|
01-04-2019 23 000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს |
|---|
|
25-03-2019 ევროკავშირის პროექტი საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად |
|
25-02-2019 ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა |
|
21-12-2022 სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის |