|
| 1783 |
|---|
იაპონელი ბიზნესმენები – „ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს”
| „ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე”, – ამის შესახებ ტოკიოში იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის – „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის” სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა. ღონისძიება გამოფენის – „საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში გაიმართა და მას „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის” პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის” თავმჯდომარემ და კომპანია „სონის” დირექტორმა, შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა, ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს. ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე ცნობილმა სომელიემ, აძუსა სეგავამ ისაუბრა, ხოლო იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა და ქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძის დეგუსტაცია გაიმართა. სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე. ასევე, ხაზი გაესვა, რომ, ღვინის გარდა, საქართელო, ასევე, საინტერესოა ტურიზმის, ინვესტიციების დაბანდებისა და ვაჭრობის კუთხით. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო”, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო” არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-სა და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო” 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. |

04-04-2019
წყარო: kvira.ge
|
14-10-2022 12 000 ლარამდე თანხა საჩუქრად ბიზნესის წამოსაწყებად - ვინ და როგორ ისარგებლებს ამ პროგრამით |
|---|
|
08-04-2019 ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია |
|
20-10-2023 STUDY OF THE UNITED STATES INSTITUTES FOR SECONDARY SCHOOL EDUCATORS |
|
09-03-2019 აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული |