|
| 1866 |
|---|
ამაზონის ტყის ხალხი Amazon-ისგან სახელის დაბრუნებას ითხოვს
| ონლაინ-გაყიდვის გიგანტი Amazon-ი და სამხრეთ ამერიკის 8 ქვეყანა უკვე 7 წელია დაობს კორპორაციის ვებგვერდის სახელზე amazon. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელი ამაზონი ორ რამესთან ასოცირდება - გლობალური ონლაინ-მაღაზია და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყე. სახელებისა და ნომრების მისაკუთრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN), რომელიც მსოფლიო ქსელის მისამართებს აკვირდება, 2012 წელს გააფართოვა თავისი ტოპ-დომეინების (gTLD) სია - ნაწილი, რომელიც ვებმისამართში წერტილის შემდეგ მოდის. ახალმა წესებმა კომპანიებს თავიანთ ვებსახელების უფრო მეტი პერსონიფიკაციის საშუალება მისცათ, თუმცა ამაზონის ტყის რვა ქვეყანა დომეინ .amazon-ის სახელის წინააღმდეგ გამოვიდა. ბოლივია, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, გაიანა, პერუ, სურინამი და ვენესუელა - რვავე ქვეყანა ამაზონის შეთანხმების ACTO-ს წევრები არიან. ისინი აცხადებენ, რომ საკუთარ სახელზე უარის თქმა კორპორაციის სასარგებლოდ, მათ სუვერენიტეტს დააყენებს კითხვის ქვეშ. საბოლოო გადაწყვეტილება 7 აპრილს გახდება ცნობილი. |

05-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
17-02-2019 ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს |
|---|
|
14-03-2019 ინტელექტუალური თამაში სტუდენტებისთვის - რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ |
|
07-05-2019 467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან |
|
04-11-2022 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს |