| 
 | 
| 2732 | 
|---|
ინტელექტუალური თამაში სტუდენტებისთვის - რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ
|    საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, ატარებს „რა? სად? როდის?“ თამაშს სტუდენტებისთვის თემაზე – რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ. 
 თამაშის მიზანია: ახალგაზრდებში საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების და პარლამენტარიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო საქმიანობაში. 
 თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ მოყვარულთა გუნდებს (ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან „რა? სად? როდის?“ პროფესიონალ მოთამაშეთა სიაში). 
 თამაშის პირობები: 
 1. თამაში ჩატარდება პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფორმატით. 2. შეკითხვები შეეხება საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, პარლამენტარიზმის ისტორიას და გამოჩენილ პარლამენტარებს. 3. თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია წარმოადგინოს 6 მოთამაშით დაკომპლექტებული მხოლოდ 1 გუნდი. გუნდების/მონაწილეთა სიის წარმოდგენა უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლების პრეროგატივაა. 4. თამაში შედგება 2 ტურისა და 30 შეკითხვისგან [თითო ტურში 15 შეკითხვა]; 1 შეკითხვა – 1 ქულა. 5. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც დასმულ შეკითხვებზე ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს. 
 თამაშში გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი [I, II და III ადგილები] და მათი წარმდგენი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დაჯილდოვდებიან თასით და ფასიანი საჩუქრებით. 
 თამაშში რეგისტრაციისთვის: 
 1. უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა შეავსონ თანდართული ფორმა და მიუთითონ: - სასწავლებლის დასახელება; - გუნდის შემადგენლობა: მოთამაშის/სტუდენტის სახელი და გვარი (6 ადამიანი), მათი სწავლების საფეხური და ფაკულტეტი; - საკონტაქტო პირის [სასწავლო დაწესებულების/აკადემიური პერსონალი] მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა. 
 2. შევსებული ფორმა, 2019 წლის 31 მარტამდე უნდა გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: contest@idfi.ge 3. გამოგზავნისას მეილის სათაურში [subject-ველი] მიუთითეთ – თამაში: რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ თამაში ჩატარდება თბილისში [ღონისძიების ზუსტი ადგილის შესახებ მოგვიანებით ვაცნობებთ დარეგისტრირებულ/მონაწილე გუნდებს]. 
 კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137 | 

14-03-2019
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
|   15-05-2019 აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია | 
|---|
|   02-04-2019 კერძო სექტორი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დეტალებს გაეცნო | 
|   28-10-2022 „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო | 
|   14-03-2019 კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ბერლინში კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება |