|
| 1762 |
|---|
საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება
| 2019 წლის 8-10 აპრილს, დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) გაიმართება, სადაც საქართველოს, უკვე მეორედ გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე. აღნიშნული ფორუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს. სწორედ ამ მიზნით, ფორუმის პირველ დღეს, სააგენტოს აწარმოე საქართველოში დირექტორი მიხეილ ხიდურელი, პრეზენტაციას გამართავს ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინფორმაციო სტენდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს. ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარადგენს. სტაბილური ეკონომიკური გარემო, ლიბერალური და თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა, მნიშვნელოვნად გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კონკურენტული სამუშაო ძალა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. |

08-04-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
11-03-2019 კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი |
|---|
|
31-01-2020 Coca-Cola bottlers Georgia-მ, წარმოება, მთლიანად ნატახტარში გადაიტანა. ბრენდი სრულ პროდუქციას უკვე ახალ ქარხანაში უშვებს. |
|
10-07-2019 ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია |
|
17-02-2019 ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის |