ხულოში ევროკავშირის საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სრული საპროექტო წინადადების შედგენის ტრენინგი ჩატარდა
ნავიგატორი
1873


ხულოში ევროკავშირის საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სრული საპროექტო წინადადების შედგენის ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) ახორციელებს, სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო კომიტეტმა 214 პროექტის იდეა შეაფასა და მათგან შეარჩია 120 იდეა, რომლებიც ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებსა და საკვანძო ამოცანებს პასუხობდა.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტის იდეების ავტორებს სრული საპროექტო წინადადების შედგენის ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგების ძირითადი თემები იყო: საპროექტო განაცხადის SWOT ანალიზი, კონკურენტული უპირატესობის გააზრება, ფასწარმოქმნის სტრატეგიის შერჩევა და თვიღირებულების გაანგარიშება. აღნიშნული საკითხების დეტალური გააზრება ბენეფიციარებს სრული საგრანტო განაცხადის სრულყოფილად შევსების პროცესში დაეხმარება. ტრენინგებს გამოცდილი ტრენერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკა ქოიავა უძღვებოდა. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა იყო ერთი დღე. საერთო ჯამში, ტრენინგს 98 პროექტის ავტორი დაესწრო.

პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის დახმარებით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

19-08-2019

წყარო: ENPARD.GE

10-10-2022

ერთად ოზონის შრის დასაცავად

16-05-2019

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ. წითელი ბაღი გაიხსნა

24-05-2023

სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს

05-06-2019

ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

05-06-2019

ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

10-10-2022

ერთად ოზონის შრის დასაცავად

16-05-2019

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ. წითელი ბაღი გაიხსნა

24-05-2023

სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ