|
| 2283 |
|---|
გენადი არველაძე მსხვილი ბულგარული ენერგოკომპანიის მფლობელს შეხვდა
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ბულგარეთის მსხვილი კომპანიის „ენერჯი მარკეტის“ (Energy Market) მფლობელს ბორისლავ ლორინკოვსა და ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.
|

08-04-2019
წყარო: pia.ge
|
22-07-2019 ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო |
|---|
|
01-05-2019 მთის კურორტების განვითარების კომპანია - ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა 578 %-ით გაიზარდა |
|
31-05-2019 ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს |
|
13-05-2019 საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციები მოსალოდნელზე იაფად გაიყიდა |