საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციები მოსალოდნელზე იაფად გაიყიდა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 10 მაისს Uber-ის აქციებზე ვაჭრობა 42 დოლარიდან დაიწყო. ეს ფასი კი აქციების პირველადი განთავსების ღირებულებაზე დაბალი იყო, რადგან ბირჟაზე აქციები 45 დოლარად განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

CNBC-ის ცნობით, საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციათა ფასი 7,6%-ით დაეცა და საბოლოოდ ერთი აქცია 41,57 დოლარად ივაჭრებოდა.

აქციების გაყიდვის პირველ დღეს, ჯამში Uber-მა 180 მილიონი აქცია (თითო 45 დოლარად) 8.1 მილიარდ დოლარად გაყიდა. კომპანია აქციების გაყიდვას 44-50 დოლარად ვარაუდობდა.