აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა
ნავიგატორი
1687


აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ოფიციალური განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

პენსის თქმით, შავ სიაში ორი კომპანია და სახელმწიფო ნავთობკონცერნის 35 ტანკერი მოხვდა. მათ ვენესუელიდან კუბაში ნავთობი გადაჰქონდათ.

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები ნიკოლას მადუროს „სამაშველო ჯგუფს“ შეეხო, შავ სიაში შესული კომპანიები მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან.

ვაშინგტონის შეფასებით, კარაკასსა და ჰავანას შორის ბარტერული სისტემა ჩამოყალიბდა. ნავთობის სანაცვლოდ, კუბა ვენესუელაში პოლიტიკურ ექსპერტებს, მედიკოსებს, სამხედრო მოსამსახურეებს და დაზვერვის წარმომადგენლებს აგზავნის. ისინი კი, ნიკოლას მადუროს ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის წინააღმდეგ გაფართოებული შეზღუდვები მანამდე ვენესუელის ოქროსმომპოვებელ სექტორს შეეხო. 

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

08-04-2019

წყარო: imedinews.ge

25-03-2019

„50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი

11-04-2019

2018 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება გაორმაგდა

13-05-2019

ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო

03-07-2019

ბათუმი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა

03-07-2019

ბათუმი Euronews-ის ობიექტივში მოხვდა

25-03-2019

„50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი

11-04-2019

2018 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება გაორმაგდა

13-05-2019

ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ