|
1427 |
---|
დღეიდან შეგიძლიათ ახალ პროფესიას უფასოდ დაეუფლოთ - სახელმწიფო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე წეროძემ განაცხადა. მისივე ინფორმციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.vet.emis.ge. "საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით. სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები", - განაცხადა წეროძემ. მისივე თქმით, პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის. "რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ",- განაცხადა წეროძემ. მისივე ინფორმაციით, საგაზაფხულო მიღებაზე 3 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის ადგილების რაოდენობა დაახლოებით, 8 ათასამდე გაიზრდება. რაც შეეხება დაფინანსებას, წეროძის ინფორმაციით, პროფესიული პროგრამების ვაუჩერული დაფინანსებისთვის, რაც უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციულ ხარჯებსაც მოიცავს, 16 მილიონი ლარია გამოყოფილი. |
08-04-2019
წყარო: ambebi.ge
17-01-2023 ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის |
---|
18-10-2019 საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 |
24-02-2019 თბილისში გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება - რა სანქციები დაეკისრება დამრღვევ პირს |
02-05-2019 მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა |