ირანის ნავთობის მინისტრი OPEC-ის დაშლას ვარაუდობს
ნავიგატორი
1739

ირანის ნავთობის მინისტრი OPEC-ის დაშლას ვარაუდობს

ირანის ნავთობის მინისტრი ამბობს, რომ OPEC-ს (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) დაშლა ემუქრება და დასძენს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა, უპასუხოდ არ დატოვებს ორგანიზაციის ზოგიერთი ქვეყნის ქმედებას, რომლებიც ბლოკში ირანის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ.

მინისტრი ბიჯან ნამდარ ზანგანე საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს გულისხმობს, რომლებიც მზად არიან, მსოფლიო ბაზარს იმ რაოდენობით ნავთობი მიაწოდონ, რაც საკმარისი იქნება ირანული ნავთობის დანაკლისის შესავსებად.

„ირანი OPEC-ის წევრი, საკუთარი ინტერესების დასაცავადაა. და ნებისმიერი წევრი ქვეყნისგან მუქარას, უპასუხოდ არ დატოვებს“, - OPEC-ის გენერალურ მდივან მოჰამად ბარკინდოსთან, თეირანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა ზანგანემ.

შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები სრულად აამოქმედა და რამდენიმე ქვეყანას ის შეღავათები მოუხსნა, რაც მათ ირანული ნავთობის დროებით შესყიდვის უფლებას აძლევდა. ამან წარმოქმნა იმის საშიშროება, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ბალანსის აღდგენას საუდის არაბეთი და გაერთიანებული საემიროები კისრულობენ, რომლებსაც ამისათვის ჭარბი რესურსები გააჩნიათ.

„მისტერ ბარკინდოს ვუთხარი, რომ რამდენიმე წევრი ქვეყნის მხრიდან, ცალმხრივ ქმედებათა გამო, OPEC-ს ჩამოშლა ემუქრება“, - განაცხადა ზანგანემ, თუმცა მის მიერ ნაგულისხმები ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.

წინა კვირაში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ საუდის არაბეთთან და გაერთიანებულ საემიროებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას მიაღწევს. ამის დასტურად, საუდეთის ენერგიის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანული ნავთობის ყველა მომხმარებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას აპირებს, თუმცა ამას ეტაპობრივად გააკეთებს.

04-05-2019

წყარო: bpn.ge

18-03-2019

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

13-06-2019

იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა

06-06-2019

ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა

03-07-2019

ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ