|
| 2011 |
|---|
ემუქრება თუ არა მსოფლიოს პურის დეფიციტი
| გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მიმდინარე წელს ხორბლის მოსავალი მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ხორბლის მოსავალი დაახლოებით 2,66 მილიარდი ტონა იქნება, რაც აუცილებელზე 30 მილიონი ტონით ნაკლებია. როგორც Euronews-ი წერს, შიმშილის საფრთხე ჯერჯერობით არ არის, რადგან გასული წლის მარაგს გამოიყენებენ. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მარაგი 44 მილიონი ტონით შემცირდება. მოსავლის შემცირებას გასული წლის გვალვებს უკავშირებენ, რის გამოც ევროპაში პურის ფასი საშუალოდ 6,3%-ით გაიზარდა. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-04-2019 AKA ბანკი აფინანსებს ექსპორტს გერმანიიდან საქართველოში |
|---|
|
10-05-2023 საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ ჩატარდება |
|
23-03-2023 ნეაპოლში მდებარე Apple-ის დეველოპერების აკადემია განაცხადების მიღებას იწყებს |
|
11-04-2019 შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება |