საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ ჩატარდება
საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ წელს 20-21 მაისს, 12-დან 21 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება.
ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ბეისბოლი, გოჯუ რიუ, ჯიუჯიცუ, ტექბოლი, ავტო სპორტი, მთის სპორტები, ფარიკაობა, ველოსპორტი - ეს სპორტის იმ სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ფესტივალშია ჩართული.
„სპორტფესტის“ მიზანია სპორტის მოყვარულების შეკრება და საზოგადოების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით დაინტერესებაა.
წყარო: https://commersant.ge/