ნეაპოლში მდებარე Apple-ის დეველოპერების აკადემია განაცხადების მიღებას იწყებს
ნავიგატორი
870

ნეაპოლში მდებარე Apple-ის დეველოპერების აკადემია განაცხადების მიღებას იწყებს

იტალიაში ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტი და Apple მსოფლიოს —  მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების — სტუდენტებს სასწავლებლად იწვევს. 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Apple-ის დეველოპერების აკადემია 2023/2024 იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ და აქტიურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში შებიჯება სურს. ამ გზით ისინი შეძლებენ, ეკონომიკის ამ სულ უფრო მზარდ და განვითარებად დარგში თავიანთ კარიერას ჩაუყარონ საფუძველი. 

აკადემიის მიზანი მრავალფეროვანი გამოცდილების და ბიოგრაფიის მქონე სტუდენტების მოზიდვა და მათთვის მრავალმხრივი ცოდნის მიწოდებაა.

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მშობლიურ ქვეყანაში მიღებული და ოფიციალური დაწესებულების მიერ გაცემული საშუალო სკოლის დამთავრების აღმნიშვნელი ატესტატი.

სტიპენდიებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. აკადემია შერჩეულ კანდიდატებს ვიზის აღებაშიც დაეხმარება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 21 აპრილი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის — 14 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 21, 2023

წყარო: https://euneighbourseast.eu/

23-03-2023

წყარო: Apple-ის დეველოპერების აკადემია

27-02-2019

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს

10-05-2023

GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებენ

03-08-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

10-05-2019

WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ