პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში
ნავიგატორი
1935


პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 203.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც 23.2 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ფეროშენადნობები - 21.2 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 10.2 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და დაფასოებული მედიკამენტები იკავებენ, შესაბამისად, 5.5 მლნ და 2.5 მლნ დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში რუსეთიდან 25.3 მლნ დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 11.2 მლნ დოლარი შეადგინა; მას კი 6.5 მლნ დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და ქვანახშირი, ქვანახშირისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები ინაწილებენ, შესაბამისად, 4.8 მლნ და 4.5 მლნ დოლარით.

10-04-2019

წყარო: bpn.ge

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

13-06-2019

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

29-05-2019

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს

29-05-2019

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

13-06-2019

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ