|
| 1776 |
|---|
Twitter-ის გენდირექტორმა შარშან ხელფასის სახით 1.4 დოლარი აიღო
| 2018 წელს Twitter-ის გენერალური დირექტორის ჯეკ დორსის ხელფასმა 1,4 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება. „ამ თანამდებობაზე 4 წლის წინ დაბრუნების შემდეგ დორსიმ პირველი ხელფასი აიღო. 2015, 2016 და 2017 წლებში ის ფინანსურ ანაზღაურებაზე ნებაყოფლობით უარს ამბობდა, რასაც „კომპანიის ხანგრძლივი პოტენციალისა და ღირებულებების რწმენით“ ხსნიდა“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა Twitter-ის ერთ პოსტში ნებადართული სიმბოლოების 2006 წელს დაწესებულ რაოდენობას უდრის. 2017 წელს ეს ლიმიტი ორჯერ გაიზარდა და 280 სიმბოლო შეადგინა. ამ ეტაპზე უცნობია, გაიზრდება თუ არა ჯეკ დორსის ხელფასი მომავალში. ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში დორსის ქონება 5,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
27-03-2023 ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს. |
|---|
|
28-02-2019 IMF - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.6 პროცენტიან ზრდას ველით |
|
26-02-2019 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა |
|
25-06-2019 Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის |