საქართველოში 2019 წლის სამ თვეში ირანიდან და თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა ნაკადში 56%-იანი კლებაა, თურქეთიდან კი შემცირება 15%-ს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ ვიზიტებიდან 24 საათზე მეტხანს მხოლოდ 882,130 გაგრძელდა, შესაბამისად სწორედ ეს რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ტურისტული ხასიათის ვიზიტებად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 4% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე.

ქვეყნების რეიტინგი და 2018 წელთან შედარებით მათი ზრდა/კლება ასეე გამოიყურება:

აზერბაიჯანი - 292,000 ვიზიტი, ზრდა 3%;

რუსეთი - 254,000 ვიზიტი, ზრდა 21.7%;

სომხეთი - 232,000 ვიზიტი, ზრდა 4.7%;

თურქეთი - 201,000 ვიზიტი, კლება 15.7%;

უკრაინა - 33,000 ვიზიტი, ზრდა 8.9%;

ირანი - 30,000 ვიზიტი, კლება 56%;

ისრაელი - 25,000 ვიზიტი, ზრდა 114%;

ინდოეთი - 11,000 ვიზიტი, ზრდა 9,9%;

ყაზახეთი - 10,000 ვიზიტი, ზრდა 41%;

ფილიპინები - 8,000 ვიზიტი, ზრდა 18.3%;

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 1,333,500 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, ეს 2018 წლის პირველი სამი თვის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით მეტია.

2018 წელს ტურიზმის წილმა მშპ-ში 7,6% შეადგინა.