ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა
ნავიგატორი
2118


ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამავე ორგანიზაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა.  

„მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტისთანამდებობას.

2011 წელს ის საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე ასოციაციის პირველ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. სოსო ფხაკაძე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

02-05-2019

ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება

21-12-2022

კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის

15-04-2019

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა

09-02-2023

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2023-2024 აკადემიური წლისათვის

09-02-2023

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2023-2024 აკადემიური წლისათვის

02-05-2019

ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება

21-12-2022

კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის

15-04-2019

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ