|
| 1684 |
|---|
Twitter-ის გენდირექტორმა შარშან ხელფასის სახით 1.4 დოლარი აიღო
| 2018 წელს Twitter-ის გენერალური დირექტორის ჯეკ დორსის ხელფასმა 1,4 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება. „ამ თანამდებობაზე 4 წლის წინ დაბრუნების შემდეგ დორსიმ პირველი ხელფასი აიღო. 2015, 2016 და 2017 წლებში ის ფინანსურ ანაზღაურებაზე ნებაყოფლობით უარს ამბობდა, რასაც „კომპანიის ხანგრძლივი პოტენციალისა და ღირებულებების რწმენით“ ხსნიდა“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა Twitter-ის ერთ პოსტში ნებადართული სიმბოლოების 2006 წელს დაწესებულ რაოდენობას უდრის. 2017 წელს ეს ლიმიტი ორჯერ გაიზარდა და 280 სიმბოლო შეადგინა. ამ ეტაპზე უცნობია, გაიზრდება თუ არა ჯეკ დორსის ხელფასი მომავალში. ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში დორსის ქონება 5,5 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
20-02-2019 კრისტალმა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა |
|---|
|
01-11-2022 დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო |
|
23-12-2022 Scholarships offered by the Romanian State to foreign citizens through the MFA |
|
17-01-2023 ტრენინგ კურსი - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის |