ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა
ნავიგატორი
1836


ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა

ნავთობის ფასმა, ნოემბრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი კი გახდა ლიბიაში არსებული რთული ვითარება, OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა და აშშ-ის მიერ ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ნავთობის ფასის ზრდას ასევე უზრუნველყოფს აშშ-ის შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა.

საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე ძვირი, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 70.66 დოლარს მიაღწია, რაც წინ სავაჭრო კვირის დახურვის ფასზე 0.5 პროცენტით მეტია. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 30 ცენტით, 63.38 დოლარამდე გაძვირდა. ორივე მარკის ფასმა ორშაბათის სავაჭრო სესიის დასაწყისში, ნოემბრის შემდგომი მაქსიმალური მაჩვენებლები განაახლა (შესაბამისად, 70.83 და 63.53 დოლარი).

ცნობისათვის, OPEC-ის გადაწყვეტილებით, ახალი წლის შემდეგ, ბაზარზე ყოველდღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით არის შემცირებული. ფასების ზრდას აკავებს აშშ-ში მოპოვების ზრდა. ნავთობის ბოლო გაძვირება კი ლიბიაში საომარ მოქმედებათა განახლებამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნიდან ექსპორტს ხიფათს უქმნის.

მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც წლის მეორე ნახევარში, ნავთობის გაიაფებაა მოსალოდნელი. მათგან მთავარი ისაა, რომ რუსეთს, რომელიც OPEC-ის წევრი არაა, მიწოდების დიდი ხნით შეზღუდვა არ აწყობს და შესაძლოა, მალე ნავთობის ექსპორტი მკვეთრად გაზარდოს.

შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ნავთობის დღიური მოპოვება მარტში 12.2 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რაც გლობალური მასშტაბით, რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, რუსეთმა თავის ისტორიაში მოპოვების რეკორდულ მოცულობას - 11.16 მილიონ ბარელს, შარშან მიაღწია. აშშ-მა მოპოვებასთან ერთად, ნავთობის ექსპორტიც რეკორდულად გაზარდა - მისმა დღიურმა ექსპორტმა 3 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ფასის ზრდის ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია. ნავთობის ფასის განმსაზღვრელი ძლიერი ფაქტორია გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა და ამჟამად ეს ფაქტორიც ზრდას ზღუდავს.

10-04-2019

წყარო: bpn.ge

08-04-2019

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა

25-03-2019

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში... იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი

16-03-2023

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

18-02-2019

PWC-საქართველოს აკადემია ადამიანური რესურსების სპეციალისტებს CIPD-ის პროგრამებს სთავაზობს

18-02-2019

PWC-საქართველოს აკადემია ადამიანური რესურსების სპეციალისტებს CIPD-ის პროგრამებს სთავაზობს

08-04-2019

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა

25-03-2019

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში... იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი

16-03-2023

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ