საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქ. მადრიდში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით
ნავიგატორი
3007


საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქ. მადრიდში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს და ესპანეთის ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციის (CEOE) ორგანიზებით, ქ. მადრიდში გაიმართა საინვესტიციო მისია.

მისიის ფარგლებში, რომელშიც საპარტნიორო ფონდიც იღებდა მონაწილეობას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქართულმა მხარემ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ესპანური კომპანია ეკონომიკის ისეთი სექტორებიდან, როგორიც არის უძრავი ქონება და სასტუმრო ინდუსტრია, საკვები პროდუქტის გადამუშავება, სამკერვალო ინდუსტრია და ელექტრონიკა. კერძოდ ეს კომპანიებია:  Acciona, Ponsa, Construcciones y Auxiliar de Ferrocarriles SA (CAF),  Dibaq Diproteg,  Arteconfort Hotel,  Alteria Automation,ALTERIA AUTOMATION SL და ა.შ

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა B2B  შეხვედრა, განახლებადი ენერგიის სფეროში მოღვაწე, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACCIONA აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტ ხოაკინ კასტილიო გარსიასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელს შორის.

შეხვედრა წარმოადგენდა ერთგვარი მოლაპარაკებების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის, რადგანაც თავდაპირველად კომპანია ქყვეყნით საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე დაინტერესდა.

გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების პერპექტივების ადგილზე გსაცნობად, საქართველოს ეწვევა ACCIONA-ს სამუშაო ჯგუფი.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია, ასევე, მადრიდში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და საქართველოში არსებული მიმდინარე რეფორმები გააცნო. იქ მცხოვრებმა ქართველებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

15-02-2019

წყარო: enterprisegeorgia

29-05-2019

Huawei: აშშ საშიშ პრეცედენტს ქმნის

01-04-2019

ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას

24-05-2019

საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება

04-04-2019

ვორქშოპი ბიზნეს გეგმის შედგენა და მარტივი ბუღალტერია

04-04-2019

ვორქშოპი ბიზნეს გეგმის შედგენა და მარტივი ბუღალტერია

29-05-2019

Huawei: აშშ საშიშ პრეცედენტს ქმნის

01-04-2019

ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას

24-05-2019

საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ