საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა
ნავიგატორი
1734


საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა

საქართველოში წიაღით სარგებლობის წესებში ცვლილებები შევიდა. მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, დეტალურად განისაზღვრა ის სალიცენზიო პირობები, რომელიც  წიაღის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელებმა უნდა დაიცვან.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს მტვრის გაფრქვევისა და შიდა სასოფლო გზების დაზიანების რისკების შემცირებას.

გარდა ამისა, განისაზღვრა ობიექტის დამუშავებისას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და სხვა პირობები, რომელთა მიზანია წიაღისეულის მოპოვებისა და მისი თანმდევი პროცესების გამო გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილება.

წიაღის შესწავლის პროცესის წახალისების მიზნით ასევე გამარტივდა ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩასატარებლად რიგ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვები.

წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეფასებით, ცვლილება წიაღის შესწავლით დაინტერესებულ სუბიექტებს ხელს შეუწყობს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი და დეტალური კვლევები, რაც, თავისთავად გაზრდის გეოლოგიური შესწავლის მაჩვენებელს და შესაბამისად, დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის განახლების პროცესზე. 

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

29-03-2019

USAID/Georgia G4G ულოცავს მე-5 ქალთა კონფერენციის ნომინაციებში გამარჯვებულ ქალბატონებს ანა გოგუაძეს

17-02-2019

ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს

23-06-2023

საერთაშორისო გამოფენა - US PRIVATE LABEL TRADE SHOW

27-03-2019

თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

27-03-2019

თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

29-03-2019

USAID/Georgia G4G ულოცავს მე-5 ქალთა კონფერენციის ნომინაციებში გამარჯვებულ ქალბატონებს ანა გოგუაძეს

17-02-2019

ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს

23-06-2023

საერთაშორისო გამოფენა - US PRIVATE LABEL TRADE SHOW


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ