ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ
ნავიგატორი
2050


ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა ქვეყანაში ბიტკოინების წარმოების აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია იმ სფეროების ჩამონათვალის პროექტში, რომელთა მხარდაჭერას, შეზღუდვას ან აკრძალვასაც უწყება გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ბიტკოინების მაინინგი შედის წარმოების 450 სახეობაში, რომელთა შეზღუდვა, შემდეგ კი აკრძალვა არის გადაწყვეტილი. 

7 მაისამდე პროექტი საზოგადოებრივი განხილვის სტადიაზე იქნება. თუ დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ბიტკოინების მაინინგიც იქნება, სიის გამოქვეყნებისთანავე დოკუმენტი ძალაში შევა.

კრიპტოვალუტების ბაზრის შეზღუდვა ჩინეთში 2017 წელს დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის გაცვლითი ოპერაციები აკრძალა. 2018 წელს ინტერნეტით გავრცელდა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვის აუცილებლობაზეა საუბარი და მიზეზად ელექტროენერგიის დიდი ხარჯები და სპეკულაციის საფრთხე სახელდება.

ამასთან, ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო მოწყობილობების წარმოების მხრივ ჩინური ბაზარი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

2 აპრილს ბიტკოინის ღირებულებამ 20%-ით მოიმატა და 5 000 დოლარს გადააჭარბა. სავარაუდოდ, კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილება რამდენიმე მსხვილმა გარიგებამ გამოიწვია. ამჟამად 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 5,2 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

01-05-2019

კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა

19-04-2019

დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის"

17-07-2019

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი

10-05-2019

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

10-05-2019

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

01-05-2019

კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა

19-04-2019

დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის"

17-07-2019

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ