ამერიკა ევროკავშირს 11 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს
ნავიგატორი
1768


ამერიკა ევროკავშირს 11 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ევროკავშირიდან შესული 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფის დაწესებას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, ვაშინგტონი ამას იმ სუბსიდიების საპასუხოდ აკეთებს, რომლითაც ევროკავშირი Airbus-ს ეხმარება.

BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ Airbus-ისთვის დაწესებული სუბსიდიები აშშ-ზე უარყოფით გავლენას ახდენს.

თვითმფრინავები და ყველი იმ პროდუქციას შორისაა, რომლებსაც ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფები შეეხებათ - ეს განცხადება აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა გააკეთა.

ევროკავშირში განაცხადეს, რომ 11 მილიარდი დოლარი რეალურთან შედარებით გაბერილი რიცხვია.

ბრიტანული გამოცემაში ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის მიერ გადადგმული აღნიშნული ნაბიჯები აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობას გაამწვავებს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის განმარტებით, იმ პროდუქების ღირებულება, რომელზეც ტარიფი უნდა დაწესდეს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს ექვემდებარება და პასუხის მიღებას რამდენიმე თვეში ელიან: „ჩვენი საბოლოო მიზანია, მივაღწიოთ ევროკავშირთან შეთანხმებას, რათა შეწყვიტოს Airbus-ის სუბსიდირება. როგორც კი ევროკავშირი შეწყვეტს ამ მავნებლური სუბსიდიების დაწესებას, აშშ-ის მიერ დაწესებული გადასახადი გაუქმდება“ .

აშშ-მ გასულ წელს მსგავსი ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე დააწესა, სანაცვლოდ, ევროკავშირმაც შემოიღო დამატებითი გადასახადი 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე, მათ შორის, ბურბონის ვისკიზე, მოტოციკლებსა და ფორთოხლის წვენზე.

გასულ თვეში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადს დააწესებდა, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სავაჭრო ომს უკვე არაერთი მიმართულებით აწარმოებს. ჩინეთთან არსებული სავაჭრო უთანხმოება კი უკვე აისახა მიმდინარე წლის მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

10-04-2019

წყარო: bpn.ge

26-12-2022

საექსპორტო ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის აღება გამარტივდა

30-08-2019

ჩინური დღიური - პრეზენტაცია

06-03-2019

მიმდინარე წლის 5 მარტს, სასტუმროში „ტიფლის პალასი“ გაიმართა ქათველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი ღონისძიება

13-06-2019

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

13-06-2019

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

26-12-2022

საექსპორტო ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის აღება გამარტივდა

30-08-2019

ჩინური დღიური - პრეზენტაცია

06-03-2019

მიმდინარე წლის 5 მარტს, სასტუმროში „ტიფლის პალასი“ გაიმართა ქათველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი ღონისძიება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ