ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა
ნავიგატორი
2308


ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა

მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით თბილისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, პროექტისთვის დედაქალაქის მთავრობამ 4 მილიონი ლარი გამოყო და ქალაქის ასეულობით წერტილზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება, რომლებიც დარღვევებს დააფიქსირებს, დამრღვევი  პირებისთვის კი შესაბამისი სანქციები გამოიწერება.

"როდესაც ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენი უცხოელი ექსპერტების დახმარებით, ყველგან ვცდილობთ, რომ ევროპული სტანდარტი რაც არის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ.

დედაქალაქის ქუჩებში სხვანაირად შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა, საცობების თვალსაზრისით და ზუსტად ასეთი პროექტებით იქნება შესაძლებელი, რომ ეს პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, მოგვარდეს. კონკრეტული მაგალითი გვაქვს კოსტავა-შარტავას ქუჩები, რომელიც შარშან გავაკეთეთ, ნახეთ როგორ არის მოწესრიგებული მოძრაობა, საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს პიკის საათებშიც კი. შესაბამისად, ყველგან, სადაც შევდივართ ანალოგიურად იქნება გათვალისწინებული ყველაფერი. სადაც შესაძლებელია ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები, ველობილიკები და ავტობუსის ზოლები გაკეთდება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

30-08-2019

ტკბილეულის ფესტივალი

29-08-2019

ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”

30-05-2019

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია

30-05-2019

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

30-08-2019

ტკბილეულის ფესტივალი

29-08-2019

ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში”


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ