საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი
ნავიგატორი
1802


საქართველოში ვირის რძით საპნების წარმოება დაიწყო - როგორია ბებიის რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ფასი

საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „დემა“ ვირის რძით დამზადებული საპნები გამოუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.

საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს და გარდა საპნებისა, სარეცხ საშუალებასაც უშვებს, რომელიც ანტიალერგიულია.

 

მაია დევნოზაშვილის თქმით, თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან უკვე მცირე ბიზნესად იქცა.

„დიდი ხნის განმავლობაში სახლის პირობებში, ოჯახის წევრებისთვის ვამზადებდით ამ საპონს, მაგრამ 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, 5000-ლარიანი დაფინანსება მოვიპოვეთ, დავიწყეთ მისი ოფიციალურად წარმოება. რეცეპტი მოდის ბებიისგან, რომელიც ნატურალურ ცხიმებზე ამზადებდა საპონს. მერე დავიწყე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეეზე მალამოს დამზადება, რომელიც მის რეცეპტს დაემატა და მივიღეთ სამკურნალო საპნები. საწარმოში, რომლის შენობაც ჩვენი საკუთრებაა, ჯერჯერობით მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ დასაქმებული, თუმცა გვინდა, რომ გავფართოვდეთ. ეს უფრო ფინანსებზეა დამოკიდებული. ინვენტარსაც ჩვენი დანაზოგით ვამატებთ და ნელ-ნელა ვვითარდებით“,-აცხადებს მაია დევნოზაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია 30-ზე მეტი სახეობის პროდუქტს უშვებს, რომელიც ძირითადად, ადგილობრივ ნედლეულზე მზადდება.

„ეს არის მყარი საპნები, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარებისთვის, არ იწვევს კანის გამოშრობას და ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. მაგალითად, ბევრს უშველა თმის ცვენაზე, კანის სხვადასხვა დაავადებაზე და ა.შ. მის დასამზადებლად ვიყენებთ გვირილას, კურკუმას, თავშავას, პიტნას, ცაცხვს, ჭინჭარს და სხვა. გარდა ამისა, ჩვენ ვამზადებთ სარეცხ სითხესაც. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩემ შვილიშვილს ალერგია მისცა ერთ-ერთი სარეცხ საშუალებაზე. გადავწყვიტეთ, რომ ანტიალერგიული სითხე დაგვემზადებინა. როდესაც გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ კარგი შედეგი მოგვცა, ფართო წარმოებაც დავიწყეთ. ამასთან, ჩვენ საქართველოში დავიწყეთ საპნის წარმოება ვირის რძეზეც, რასაც ძალიან კარგი შედეგები აქვს და მომხმარებელში დიდ მოწონებას იმსახურებს.

რაც შეეხება ნედლეულს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, მხოლოდ ზეითუნის ზეთი შემოგვაქვს ესპანეთიდან“, - ამბობს მაია დევნოზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ამჟამად ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, ასევე „ევროლაინსა“ და ტურისტულ მაღაზიებში იყიდება, მისი ღირებულება კი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული მოლაპარაკებები არ დაგვიწყია, გვინდა, რომ მაღაზიათა ქსელებში შევიდეთ, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ.

რაც შეეხება ექსპორტს, დაინტერესება წამოვიდა შვედეთიდან, თურქმენეთიდან და ყატარიდან, მაგრამ იმისთვის, რომ პროდუქცია გავიტანოთ, საჭიროა ბიო სერთიფიკატი, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოში საპნებზე არ გაიცემა. ამიტომ, ექსპორტის დაწყებას ჯერ ვერ ვახერხებთ“,-აცხადებს მაია დევნოზაშვილი.

11-04-2019

წყარო: bpn.ge

31-05-2019

საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები სტუმრობენ

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

03-05-2019

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღი და ეკატერინეს სასახლე აღდგება

22-02-2019

„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

22-02-2019

„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორი ბიზნესისათვის

31-05-2019

საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაგისტრანტები სტუმრობენ

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

03-05-2019

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღი და ეკატერინეს სასახლე აღდგება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ