|
| 1706 |
|---|
საქართველოში 2019 წლის სამ თვეში ირანიდან და თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
| 2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა ნაკადში 56%-იანი კლებაა, თურქეთიდან კი შემცირება 15%-ს შეადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ ვიზიტებიდან 24 საათზე მეტხანს მხოლოდ 882,130 გაგრძელდა, შესაბამისად სწორედ ეს რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ტურისტული ხასიათის ვიზიტებად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 4% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე. ქვეყნების რეიტინგი და 2018 წელთან შედარებით მათი ზრდა/კლება ასეე გამოიყურება: აზერბაიჯანი - 292,000 ვიზიტი, ზრდა 3%; რუსეთი - 254,000 ვიზიტი, ზრდა 21.7%; სომხეთი - 232,000 ვიზიტი, ზრდა 4.7%; თურქეთი - 201,000 ვიზიტი, კლება 15.7%; უკრაინა - 33,000 ვიზიტი, ზრდა 8.9%; ირანი - 30,000 ვიზიტი, კლება 56%; ისრაელი - 25,000 ვიზიტი, ზრდა 114%; ინდოეთი - 11,000 ვიზიტი, ზრდა 9,9%; ყაზახეთი - 10,000 ვიზიტი, ზრდა 41%; ფილიპინები - 8,000 ვიზიტი, ზრდა 18.3%; 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 1,333,500 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, ეს 2018 წლის პირველი სამი თვის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით მეტია. 2018 წელს ტურიზმის წილმა მშპ-ში 7,6% შეადგინა. |

15-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-04-2019 წელს, სამი თვის განმავლობაში საქართველოს ადგილობრივი აეროპორტებით 1 359 მგზავრმა ისარგებლა |
|---|
|
19-04-2019 ქართული ღვინო ტოკიოში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე |
|
25-04-2019 ქვეყნები, სადაც საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გადის |
|
06-06-2019 RDFG-მ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში |