|
| 1953 |
|---|
ივანე მაჭავარიანი - ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
| ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობის შეფასებისას. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრების გარდა, ქართულ დელეგაციას მაღალი დონის მოლაპარაკებები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. „მათი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ დაგვეხმარონ, როგორც ფინანსურად ისე ექსპერტიზისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით, რადგან ეს თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვუყურებთ, როგორც დონორ ორგანიზაციებს. თუმცა, დამერწმუნეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნოუ ჰაუ და ექსპერტიზა, რომელიც მოჰყვება ამ ფინანსურ მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში. ამ ცოდნისა და ექსპერტიზის იმპორტი, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში. |

15-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
10-04-2019 აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს |
|---|
|
25-02-2019 12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა. |
|
30-05-2019 სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები |
|
02-04-2019 ეროვნული ბანკის გაფრთხილება |