პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II
ნავიგატორი
2098

პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II

პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (USAID WMTR II/ CENN) მეორედ აცხადებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსს კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლებისათვის.

► პირველ ჯერზე, კონკურსს, მოსწავლეების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის ფარგლებში 135-მა სკოლამ, ერთი თვის განმავლობაში, მთლიანობში 53,272,3 კგ მაკულატურა შეაგროვა.

► ამჯერადაც, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ზემოთ აღნიშნული რეგიონების ნებისმიერი სკოლის მაქსიმუმ 5 მოსწავლისა და 1 მასწავლებლისგან შემდგარ გუნდს, რომელსაც სურვილი აქვს,1 თვის განმავლობაში, თავის თემში შეაგროვოს ქაღალდის ნარჩენები და ამით ხელი შეუწყოს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.

► კონკურსში ჩართვისათვის დაინტერესებულმა გუნდმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია 17 აპრილამდე შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2TUyN1z

ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად გუნდებს დრო 17 მაისამდე ექნებათ.

► 7 გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის ქაღალდის ნარჩენს შეაგროვებს, მიიღებს საგზურს ბულაჩაურის მწვანე ცენტრის 3 დღიან ეკო ბანაკში, რომელიც დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით. გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს კი, Zero effect-ის სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ.

♦ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: mariam.terterashvili@cenn.org

15-04-2019

წყარო: USAID WMTR II Program

20-02-2019

თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა

18-02-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ კომპანია - C-team management consulting-თან ერთად გიწვევთ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე

01-05-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ფულის მუზეუმს ხსნიან

13-03-2019

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ