|
| 2121 |
|---|
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით (WEE)
| 2019 წლის 1 მაისიდან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით იწყებენ 26-თვიან პროექტს. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში. პროექტი განხორციელდება კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტში. მისი მიზანია ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაძლიერება თემის განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:
პროექტის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბდება და განვითარდება ქალთა თვითდახმარების ჯგუფები; მოხდება ქალთა ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა; გაძლიერდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა თემის განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით.
პროექტში ქეას ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს:
|
![]()
18-07-2019
წყარო: CARE International in the Caucasus
|
17-02-2019 ფრიბურგის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა |
|---|
|
06-09-2019 ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის გაძლიერებას მიესალმება |
|
15-04-2019 საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა |
|
15-02-2019 ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა |