|
| 1856 |
|---|
TECHTEXTIL & TECHPROCESS
| 2019 წლის 14–17 მაისს მესე ფრანკფურტი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მართავს ორ საერთაშორისო გამოფენას TECHTEXTIL 2019 + TECHPROCESS 2019. გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ქსოვილის ფართო სპექტრი, სპორტული და პროფესიული ტანსაცმლის ნიმუშები, ტექსტილის წინასწარი და შემდგომი დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარები, ასევე, ქიმიური, მინის ბოჭკოვანი და მეტალის ძაფები, ლამინირებული ტექსტილი, ხელოვნური ტყავი და შესაფუთი მასალები. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ტექსტილის დამუშავების მრავალმხრივ მეთოდს, ლამინირების, ოპტიკურ, ინფორმაციულ და ნანოტექნოლოგიებს. ტანსაცმლის დიზაინი, კერვა, ქსოვა, დამზადება და სადისტრიბუციოს სტრატეგიები გამოფენების შემადგენელ კომპონენტთა რიცხვში შედის. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ფორუმები, ინოვაციური პროცესების დაჯილდოება, ჩვენებები, შოუ რუმები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გამოიყენეთ შანსი ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად და ეწვიეთ ინოვაციების ცენტრს ფრანკფურტში. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილეთ ვებ-გვერდები: techtextil.messefrankfurt.com; texprocess.messefrankfurt.com ზაირა სოლოევა +99532 220 57 67 zaira.soloeva@georgien.ahk.de |

19-04-2019
წყარო: DWV
|
26-02-2019 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა |
|---|
|
19-02-2019 Equipping Azerbaijani business for international e-commerce |
|
07-05-2019 '2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის...' |
|
11-05-2023 EU4Dialogue სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მეოთხე ტალღას იწყებს |