იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი
ნავიგატორი
2036


იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

► მიმდინარე წლის 25 ნოემბერს (ორშაბათს) იაპონიის საელჩო საქართველოში და JETRO-ს სტამბულის წარმომადგენლობა "აწარმოე საქართველოში" და JICA-ს საქართველოს  ოფისთან ურთიერთთანამშრომლობით უმასპინძლებენ „იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმს თბილისში“.

► აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს 2018 წლის იანვარში, მარტსა და ოქტომბერში გამართული ბიზნეს სემინარების, და აგრეთვე, „საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი ტოკიოში“ გაგრძელებას, რომელიც ჩატარდა 2019 წლის მარტში, და რომელიც ითვალისწინებდა ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას იაპონიასა და საქართველოს შორის. ფორუმზე ქართული მხარე იაპონურ კომპანიებს  წარუდგენს ინფორმაციას იმ შესაძლებლობებისა და რისკის მენეჯმენტის შესახებ,  რაც საქართველოში ბიზნესის კეთებას  ახლავს თან. ფორუმის მონაწილეები, აგრეთვე, გაეცნობიან ინფორმაციას იაპონური მხარისგან  მხარდაჭერისა და სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოში  იაპონური ბიზნესის  ხელშესაწყობად.

► ფორუმს დაესწრება 30 იაპონური კომპანიის 40 მონაწილე; სხვადასხვა სამთავრობო და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები. 

► ქართველი პარტნიორებიდან წარმოდგენილნი არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი, თბილისის მერია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

21-11-2019

წყარო: იაპონიის საელჩო საქართველოში

02-08-2023

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

23-12-2022

კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები

02-04-2019

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა

10-04-2019

როგორ გამოიყურება VIP კატეგორიისთვის განკუთვნილი პენტჰაუსი თბილისში, რომელიც 5 მილიონზე მეტი ღირს

10-04-2019

როგორ გამოიყურება VIP კატეგორიისთვის განკუთვნილი პენტჰაუსი თბილისში, რომელიც 5 მილიონზე მეტი ღირს

02-08-2023

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

23-12-2022

კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები

02-04-2019

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ