იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა
ნავიგატორი
1611


იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 826 მლნ აშშ დოლარს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

“2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 196 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 502.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (17.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 698.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 26.5 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 416.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 576.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 992.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია, რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 13.8 პროცენტი იყო,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (135.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (84.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (68.1 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (316.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (221.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (191.7 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (373.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (327.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (272.5 მლნ. აშშ დოლარი).

„2019 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 135.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 16.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 99.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 95.6 მლნ. აშშ დოლარით (11.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 150.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 131.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 120.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.1 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

19-04-2019

წყარო: bpn.ge

25-03-2019

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს - ხელფასი $60,000 დოლარია

30-05-2019

“თი-ბი-სი” კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა

06-03-2019

მიმდინარე წლის 5 მარტს, სასტუმროში „ტიფლის პალასი“ გაიმართა ქათველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი ღონისძიება

15-04-2019

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა

15-04-2019

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8 პროცენტით გაიზარდა

25-03-2019

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს - ხელფასი $60,000 დოლარია

30-05-2019

“თი-ბი-სი” კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა

06-03-2019

მიმდინარე წლის 5 მარტს, სასტუმროში „ტიფლის პალასი“ გაიმართა ქათველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GÜRTİAD) და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი ღონისძიება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ