|
| 2044 |
|---|
გერმანია საქართველოს 10 მილიონით დოლარით დაეხმარება
| იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, გერმანია საქართველოს 10 მილიონ ევროს გადასცემს. პროექტის ფარგლებში დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.
შეთანხმებას ხელი დავით სერგეენკომ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა მოაწერეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის აქტივობებს ითვალისწინებს.
ირკვევა, რომ პროექტი 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. |

22-02-2019
წყარო: commersant.ge
|
17-02-2019 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა |
|---|
|
12-03-2019 მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ |
|
25-06-2019 Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის |
|
12-03-2019 „მიმდინარე წელს განათლების დაფინანსება 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, 2022 წელს - 3 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს" |