დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა
ნავიგატორი
1705


დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა

საარსებო მინიმუმისთვის განსაზღვრული თანხა საკმარისი არ არის და, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმის დათვლა მეთოდოლოგიის მიხედვით.

„უფრო მეტი განმარტებაა საჭირო, რათა აიხსნას, რომ საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი და არა საკუთრივ იმის დამადასტურებელი ან რეკომენდაცია, რომ ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, მეთოდოლოგია წლების წინ განისაზღვრა.

„ერთი და იმავე მეთოდოლოგია 2000-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენება იმისთვის, რომ მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზი მოხდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად დადგენილი თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა. რა თქმა უნდა, აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მინიმალურად მაინც უზრუნველყოფილი იყოს ოჯახი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის კი, 321 ლარია საკმარისი.

19-04-2019

წყარო: 1tv.ge

03-05-2019

6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში

02-05-2019

ევროპის დღე 2019

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

22-08-2019

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო დებატები გაიმართება

22-08-2019

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო დებატები გაიმართება

03-05-2019

6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში

02-05-2019

ევროპის დღე 2019

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ