ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს
ნავიგატორი
1818


ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით სეზონურ ფრენების შესრულებას განაახლებს.

შესაბამის შეთანხმება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და ELLINAIR-ს შორის შედგა.

თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.

17 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 465 ლარიდან იქნება. ორივე მიმართულებაზე ბილეთის ღირებულებაში 20 კგ ბარგი, 8 კგ ხელბარგი და ბორტზე კვება შედის.

საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეგულარული რეისები საბერძნეთის მიმართულებით ათენსა და სალონიკში სრულდება. აგვისტოდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება და ათენში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, რომ რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავებას.

19-04-2019

წყარო: pia.ge

11-04-2019

ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს

19-07-2019

“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობას იწყებს

15-04-2019

2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს

23-12-2022

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

23-12-2022

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

11-04-2019

ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს

19-07-2019

“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობას იწყებს

15-04-2019

2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ