გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის
ნავიგატორი
1668


გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ქართული ავეჯის კლასტერი, თბილისის ხელოვნების ბაზრობის TAF-ის ივენთის ფარგლებში, იწვევს პროფესიონალ პროდუქტ დიზაინერებს მიიღონ მონაწილეობა გამოფენაზე - DESIGN GEORGIA, რომელიც გაიმართება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MOMA-ს ახალ სივრცეში, მიმდინარე წლის 15-19 მაისს.

TAF - ის ფარგლებში 4 დღის განმავლობაში თბილისის ხელოვნების ბაზრობას 8 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი მუზეუმების წარმომადგენლები, ასევე ხელოვნებათმცოდნეები, კოლექციონერები, ხელოვნების კრიტიკოსები და დილერები.

გამოფენის DESIGN GEORGIA მიზანია ქართველი პროდუქტ დიზაინერების პროდუქციის საგალერეო და საკოლექციო პროდუქტ დიზაინის, როგორც სახელოვნებო მიმართულების დამკვიდრება და განვითარება. ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის ყოველწლიური პლატფორმის შექმნა, მათი შემოქმედებითი საქმიანობის მოტივაცია და სტიმულირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო და გამოფენისთვის განკუთვნილი პროდუქტ დიზაინის (ავეჯი, განათება, აქსესუარები)  მოკლე აღწერა.
მონაწილეებმა პორტფოლიო უნდა წარადგინონ ელექტრონულად, შემდეგი სახის ინფორმაციის მითითებით:

  • მონაწილის სახელი და გვარი;

  • მონაწილის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

  • გამოფენისთვის განკუთვნილი ნამუშევრის მაღალი ხარისხის ფოტო მასალა (პროდუქტის ზომები);

  • საჭიროების შემთხვევაში ნამუშევრის განმარტებითი ბარათი.

საკონკურსო მასალის ფორმატი: ჩანახატი, ესკიზი, რენდერი, არსებული პროდუქტის ფოტო-მასალა (დამზადების ბოლო ვადა: 14 მაისი);

მონაწილეთა კრიტერიუმები:

  • საქართველოს რეზიდენტი პირი;

  • პორტფოლიო / ვებგვერდი / LookBook.

ჟიური ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მაღალი მხატვრული ღირებულების დიზაინი;

  • ორიგინალური იდეები;

  • კრეატიული კონცეფცია.

შევსებული განაცხადი გთხოვთ, გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: designgeorgia2019@gmail.com. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 30 აპრილი 18:00 საათი! დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ წერილობით ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 26 აპრილისა. შერჩეულ აპლიკანტებს პასუხი ეცნობებათ ელექტრონულად 3 მაისს. 

აპლიკანტების ნამუშვერებს შეაფასებს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ამ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით.
შერჩეული კანდიდატები მიწვეულ იქნებიან  ინტერვიუზე, სადაც  მათ საშუალება ექნებათ პრეზენტაციის გზით წარადგინონ საკუთარი დიზაინი.

24-04-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

17-02-2019

ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია.

13-05-2019

UP-start Bootcamp

01-04-2019

მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება

02-05-2019

კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის

02-05-2019

კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის

17-02-2019

ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია.

13-05-2019

UP-start Bootcamp

01-04-2019

მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ