საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დგინდება
ნავიგატორი
1859


საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დგინდება

საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დადგინდება. საუბარია ევრორეგულაციის შესაბამისი პირობების ამოქმედებაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბრძანების ამოქმედების შემდეგ, ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენები ოპერირებას ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განახორციელებენ. ფრენების შესასრულებლად, ვერტმფრენი უნდა იყოს სპეციალურად აღჭურვილი, მათ შორის სიმაღლის რადიომზომით, რომელიც ფრენის ყველა ეტაპზე გამოსცემს ხმოვან სიგნალს, თუ ვერტმფრენი წინასწარ განსაზღვრულ სიმაღლეზე დაბლა დაეშვება, ხოლო ხმოვან და ვიზუალურ სიგნალს – პილოტის მიერ შერჩეულ სიმაღლეზე.

ვერტმფრენზე დამონტაჟებული უნდა იყოს შემდეგი დამატებითი აღჭურვილობა: სარეზერვო ან მეორადი კვების წყარო ღამის ხედვის სათვალეებისთვის, ჩაფხუტი ღამის ხედვის სათვალის მიერთების შესაძლებლობით.

ბრძანების პროექტი სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24-04-2019

წყარო: 1tv.ge

03-07-2019

იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის

10-05-2019

WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს

10-04-2019

“Erasmus+”-ის ბიუჯეტი სამჯერ იზრდება

27-03-2019

ქალთა როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში

27-03-2019

ქალთა როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში

03-07-2019

იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის

10-05-2019

WSJ-ი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამწვავების ვერსიას აქვეყნებს

10-04-2019

“Erasmus+”-ის ბიუჯეტი სამჯერ იზრდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ