“Erasmus+”-ის ბიუჯეტი სამჯერ იზრდება
ნავიგატორი
1895


“Erasmus+”-ის ბიუჯეტი სამჯერ იზრდება

ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ “Erasmus+”-ის მომდევნო პროგრამის ფულადი სახსრები სამჯერ უნდა გაიზარდოს, რათა მეტ ადამიანს მიეცეს მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და რომ გრანტები მათ საჭიროებებზე უკეთ იყოს მორგებული.

ევროპარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომელიც “Erasmus+”-ის მომავალ პროგრამებს უკავშირდება, არის უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა სხვადასხვა სასწავლო მობილობის სქემაში, ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მთელ რიგ ღონისძიებებს გვთავაზობს, რომლებიც ემსახურება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ბარიერების მოხსნას, - წერს europeaninterest-ი.

ეროვნული სტრატეგიები, რომლებიც ემსახურება ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობის ხელშეწყობას

ევროპარლამენტის დეპუტატებმა განსახილველად წამოაყენეს იდეა, რომლის

თანახმადაც, ევროპის კომისიამ და “Erasmus”-ის ეროვნულმა ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ ჩართულობის ევროპული ჩარჩო და ჩამოაყალიბონ ეროვნული სტრატეგიები, ამგვარი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, იმისათვის, რომ პროგრამა მოერგოს ე.წ. ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს და გაიზარდოს მათი ჩართულობა პროგრამაში. აღნიშნული ჩარჩო უნდა ითვალისწინებდეს ზომებს, რომლებიც მობილობისათვის მეტ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ისევე როგორც, თვიური გრანტების დარეგულირებას და საცხოვრებელი და საარსებო ხარჯების სისტემატიურ გადასინჯვას. მხარდაჭერა ასევე გულისხმობს ენის სწავლებას, ადმინისტრაციულ მხარდაჭერასა და ელექტრონული სწავლების შესაძლებლობების შექმნა-გაფართოებას.

„ჩვენი მიზანია, “Erasmus+”-ის ახალი პროგრამა გავხადოთ უფრო მოსახერხებელი და ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და სამართლიანი ახალგაზრდებისა და მოზარდების ყველა ჯგუფისათვის, მათი ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა გარემოებების მიუხედავად. “Erasmus+” მონაწილეებს აძლევს არა მხოლოდ საზღვარგარეთ სწავლისა და მომზადების საშუალებას, არამედ ის აგრეთვე ხელს უწყობს ევროპული იდენტობის გაძლიერებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ის მონაწილეებს აძლევს ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მათ პირადი და პროფესიული ცხოვრების გამდიდრებაში ეხმარება“, - განაცხადა მომხსენებელმა მილან ზვერმა (ევროპის სახალხო პარტია, სლოვენია) პლენარულ სხდომაზე გამართული დებატების დროს.

Erasmus-ის ახალი სვლები

აღნიშნული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა ბიუჯეტი ხელახლა გადაანაწილეს და სთავაზობენ სკოლამდელი და დაწყებითი განათლების პერსონალს, ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს არჩევანს, რომ მონაწილეობა მიიღონ მობილობის სქემებში. ახალ პროგრამაში ასევე პრიორიტეტულია პროფესიული საგანმანათლებლო გაცვლები, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში, რომლისთვისაც გაცილებით დიდი ბიუჯეტია გამოყოფილი.

სხვა ევროპული პროგრამების თანადაფინანსება

დაფინანსების უზრუნველმყოფ სხვა ევროპულ პროგრამებთან კავშირი და თანადაფინანსება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნაკლები შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის გრანტების გამოყოფა, ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა ან ახალი პროექტების დაფინანსება, ხელს შეუწყობს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამის გახორციელებას, რომელთა დაფინანსებაც ამჟამად არ წარმოებს “Erasmus”-ის, ფარგლებში.

„მე მჯერა, რომ “Erasmus”-ში ჩადებული ინვესტიცია არის ინვესტიცია ჩადებული ევროკავშირის მომავალში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროპის კომისიასა და წევრ ქვეყნებს, შეხვედრაზე მხარი დაუჭირონ ბიუჯეტის სამჯერ ზრდის ინიციატივას“ - დაამატა ზვერმა.

საბოლოო დოკუმენტის განხილვა და შეთანხმება იწარმოებს საბჭოსთან, მომდევნო საპარლამენტო ვადაში.

10-04-2019

წყარო: allnews.ge

08-11-2022

The Community Engagement Exchange (CEE) Program application is now open!

23-11-2021

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება

01-05-2019

დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

23-02-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

23-02-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

08-11-2022

The Community Engagement Exchange (CEE) Program application is now open!

23-11-2021

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება

01-05-2019

დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ